სხვა სიახლეები

სემინარი - ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“

05.10.17 5 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“. ლექციები წაიკითხეს შემდეგი ორგანიზაციებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა: სამეფო კოლეჯი ლონდონი (King’s College London), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, ჯეიმს მარტინის სახელობის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრი (James Martin Center for Nonproliferation Studies), მიდლბურის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტი (Middlebury Institute of International Studies). პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცვლილებები ბირთვული უსაფრთხოების ნორმებში, ჩრდილოეთ კორეა, ყოველმხრივი ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულება, ცვლილებები შეიარაღების კონტროლში, უსაფრთხოება და რადიოაქტიური წყაროები.
სემინარის დასკვნით სესიაზე სამოქალაქო საბჭომ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში მონაწილეებს გააცნო წიგნი ,,საქართველოს ბირთვული ოდისეა: ბირთვული გზა საბჭოთა ატომური მემკვიდრეობიდან გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმამდე”, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა 2013 წელს.  სესიაზე მიმოხილულ იქნა საქართველოს ადგილი და  როლი საერთაშორისო გაუვრცელებლობის რეჟიმში, საბჭოთა პერიოდის საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი ატომური ფიზიკის სფეროში,  საბჭოთა ბირთვული სამხედრო ინფრასტრუქტურა საქართველოში,  ასევე 90-იანი წლებში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
უკან დაბრუნება  
ტრენინგი ტრენინგი "ეფექტური პრეზენტაციის უნარები"
ამა წლის 18-19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური პრეზენტაციის უნარები“.
Visit To Tallinn Visit To Tallinn
ა. წ 4-8 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარე დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის 12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ტალინში, ესტონეთი.
მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“ მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“
30 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში.
არქივი