სხვა სიახლეები

სემინარი - ,,ევროკავშირის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკა“

11.10.17 11 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა სემინარი თემაზე ,,ევროკავშირის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკა“, რომელიც ხორციელდება  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში. სემინარს უძღვება ვილიარ ვეებელი, ესტონელი ექსპერტი. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკის გამოწვევები და პრობლემები, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ისტორია, თეორიული საფუძვლები და აკადემიური ალტერნატივები, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები. სემინარს ესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
სემინარი გაგრძელდება 13 ოქტომბრამდე, რის შემდეგაც, 16 ოქტომბერს კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ჩაატარებს   შემაჯამებელ სემინარს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის. იგი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა  აღმოსავლეთ პარტნიორობა, ასოცირების შეთანხმება (AA), უვიზო მიმოსვლა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). 
უკან დაბრუნება  
საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური განვითარება საქართველოში“ საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური განვითარება საქართველოში“
ა. წ. 9 ოქტომბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაიწყო ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური განვითარება საქართველოში“ წაიკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნოშრევან ლომთათიძემ.
სემინარი - ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“ სემინარი - ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“
5 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე ,,ბირთვული გაუვრცელებლობა და უსაფრთხოება“. ლექციები წაიკითხეს შემდეგი ორგანიზაციებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა: სამეფო კოლეჯი ლონდონი (King’s College London), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, ჯეიმს მარტინის სახელობის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრი (James Marti
სემინარი - ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“ სემინარი - ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“
2 ოქტომბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,საერთაშორისო მოლაპარაკებები“, რომელსაც უძღვებიან პოლ მერტსი, ჰოლანდიელი ექსპერტი, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, ,,კლინგენდაელის“ თანადამფუძნებელ
არქივი