სხვა სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“

06.11.17 ა. წ. 6 ნოემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაგრძელდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „განათლების სისტემის პრიორიტეტები“ წაიკითხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, კახა ხანდოლიშვილმა.
ლექციას, დაესწრნენ ლატვიის, ჰოლანდიის, იტალიის  საელჩოს თანამშრომლები და ასევე ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) წარმომადგენელები.
უკან დაბრუნება  
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში
16 ნოემბერს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დიპლომატიაში“, რომელსაც უძღვებოდა მარინა კალიურანდი (Marina Kaljurand), ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ელჩი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.
სემინარი - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“ სემინარი - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“
2017 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“.
სემინარი - ,,ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში სემინარი - ,,ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში"
2 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“, რომელსაც უძღვებიან საჯარო სამსახურის ბიუროდან მოწვეული ტრენერები, ეკატერინე სირაძე და თეა სამჭკუაშვილი. სემინარი ტარდება დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
არქივი