სხვა სიახლეები

სემინარი - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“

07.11.17  
2017 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გაიხსნა სემინარი თემაზე - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სამშვიდობო მედიაცია და მოლაპარაკებები“.
მონაწილეებს მიესალმნენ ხათუნა თოთლაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარტინა ქვიქი, შვედეთის ელჩი საქართველოში, ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და მაია ყიფშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი.
სემინარს ჩაატარებენ:  ბრიგიტა ჰოლსტ ალანი, ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესებში სპეციალური წარმომადგენელი; ელდრიჯ ადოლფო, ფოლკ ბერნადოტეს აკადემიის (Folke Bernadotte Academy) უფროსი მრჩეველი დიალოგისა და მედიაციის საკითხებში და როქსანა კრისესკუ, კრიზისების მართვის ინიციატივის (Crisis Management Initiative) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი.
აღნიშნული სემინარი ტარდება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მიზნად ისახავს მოქმედი და მომავალი მედიატორების ცოდნის ამაღლებასა და უნარების დახვეწას.
სემინარში მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინიტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. 
უკან დაბრუნება  
ტრენინგი ტრენინგი "ეფექტური პრეზენტაციის უნარები"
ამა წლის 18-19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური პრეზენტაციის უნარები“.
Visit To Tallinn Visit To Tallinn
ა. წ 4-8 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარე დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის 12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ტალინში, ესტონეთი.
მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“ მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“
30 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში.
არქივი