სხვა სიახლეები

სემინარი - ,,საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: შემდგომი ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ“

17.11.17 2017 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის თანამშრომლობით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ჩატარდა სემინარი თემაზე ,,საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: შემდგომი ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ“.
 
სემინარი გაიხსნა მაია ყიფშიძის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორისა და ეკე ნომის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორის მისასალმებელი სიტყვით.
 
პირველი პანელი - ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიღმა: საქართველოსა და ესტონეთის პერსპექტივა“ - გახსნა ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს საგარეო საქამეთა მინისტრის მოადგილემ, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და მარინა კალიურანდმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ელჩმა. კახა გოგოლაშვილმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. პანელს უძღვებოდა ემეტ ტუჰი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
 
მეორე პანელზე - ,,შესრულებელი სამუშაო: ასოცირების შეთანხმებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების შეფასება“ - არჩილ ყარაულაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე რეფორმების გზით. მარიამ გაბუნიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, მონაწილეებს გააცნო სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. მეორე პანელი დასრულდა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩის, კაი კაარელსონის გამოსვლით. პანელს უძღვებოდა გიორგი გოგუაძე, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე.
 
სემინარს ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული დიპლომატები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სემინარზე განხილულ საკითხებზე. 
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი