სხვა სიახლეები

მოკლე კურსი - ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“

30.11.17 30 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში გაიხსნა ორდღიანი სემინარი თემაზე ,,ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია: წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში. სემინარს უძღვება მელის კითსინგი, ესტონეთის ეკონომიკური ასოციაციის (Estonian Economic Association) პრეზიდენტი, ესტონეთის ბიზნესის სკოლის (Estonian Business School) ასოცირებული პროფესორი. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის მომავალი, ევროპის სავალუტო კავშირი, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა, ერთიანი ციფრული ბაზარი. კურსი ტარდება დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
უკან დაბრუნება  
ტრენინგი ტრენინგი "ეფექტური პრეზენტაციის უნარები"
ამა წლის 18-19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაფინანსებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური პრეზენტაციის უნარები“.
Visit To Tallinn Visit To Tallinn
ა. წ 4-8 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარე დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის 12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ტალინში, ესტონეთი.
ლექცია თემაზე ,,საერთაშორისო ორგანიზაციები“ ლექცია თემაზე ,,საერთაშორისო ორგანიზაციები“
24 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში, თეა მაისურაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა წაიკითხა ლექცია თემაზე ,,საერთაშორისო ორგანიზაციები“. ლექციას დაესწრნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
არქივი