სხვა სიახლეები

Visit To Tallinn

11.12.17
ა. წ 4-8 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, 2016-2017“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მიმდინარე დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის 12 მონაწილე სასწავლო ვიზიტით  იმყოფებოდნენ ქ. ტალინში, ესტონეთი. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, იდეებისა და ინტერესების გაზიარება, ორმხრივი კავშირების გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივების წახალისება. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების, ელექტრონული მმართველობისა და IT - სექტორის, რეგიონული თანამშრომლობისა და კარგი მმართველობის საკითხების განხილვა.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი