სხვა სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“

20.03.18 ა. წ. 19 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაგრძელდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“ წაიკითხა, ჰარვარდის ასოცირებულმა პროფესორმა, კახი ქენქაძემ.
ლექციას, დაესწრნენ საელჩოს თანამშრომლები და ასევე ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) წარმომადგენელები.

უკან დაბრუნება  
კახი ქენქაძის შეხვედრა სტაჟიორებთან კახი ქენქაძის შეხვედრა სტაჟიორებთან
30 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ჰარვარდის ასოცირებულმა პროფესორმა კახი ქენქაძემ სამინისტროს სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან და მის გლობალურ გავლენასთან დაკავშირებით.
უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორისა და უკრაინის ელჩის ვიზიტი უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორისა და უკრაინის ელჩის ვიზიტი
27 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბრეგვაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, სერგეი კორსუნსკიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის გათვალისწინებულია ცოდნისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარება, აკადემიური პერსონალის გაცვლა და სხვა ტიპის თანამშრომლობის დამყარება.
ევროპის დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა სამინისტროს სტაჟიორებთან ევროპის დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა სამინისტროს სტაჟიორებთან
16 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში შეხვედრა ჩატარდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო ბარათაშვილსა და სამინისტროს სტაჟიორებს შორის. შეხვედრის ფარგლებში, ნინო ბარათაშვილმა ისაუბრა საქართველო - ევროპის ურთიერთობების ისტორიულ ასპექტებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
არქივი