სხვა სიახლეები

უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორისა და უკრაინის ელჩის ვიზიტი

27.03.18 27 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბრეგვაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, სერგეი კორსუნსკიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის გათვალისწინებულია ცოდნისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარება, აკადემიური პერსონალის გაცვლა და სხვა ტიპის თანამშრომლობის დამყარება.
მემორანდუმს წინ უძღოდა შეხვედრა, რომელსაც აღნიშნული ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებში დიპლომატების გადამზადების არსებული სისტემა და დიპლომატიურ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
ვიზიტის დასასრულს, უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, დიპლომატებს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე საჯარო ლექცია წაუკითხა.
უკან დაბრუნება  
კახი ქენქაძის შეხვედრა სტაჟიორებთან კახი ქენქაძის შეხვედრა სტაჟიორებთან
30 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ჰარვარდის ასოცირებულმა პროფესორმა კახი ქენქაძემ სამინისტროს სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან და მის გლობალურ გავლენასთან დაკავშირებით.
 საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“ საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“
ა. წ. 19 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, გაგრძელდა ლექციების სერია პროექტის „საქართველოს შესახებ“ ფარგლებში. საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიული კავშირი ევროპასთან“ წაიკითხა, ჰარვარდის ასოცირებულმა პროფესორმა, კახი ქენქაძემ.
ევროპის დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა სამინისტროს სტაჟიორებთან ევროპის დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა სამინისტროს სტაჟიორებთან
16 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში შეხვედრა ჩატარდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო ბარათაშვილსა და სამინისტროს სტაჟიორებს შორის. შეხვედრის ფარგლებში, ნინო ბარათაშვილმა ისაუბრა საქართველო - ევროპის ურთიერთობების ისტორიულ ასპექტებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
არქივი