სხვა სიახლეები

კახი ქენქაძის შეხვედრა სტაჟიორებთან

30.03.18
30 მარტს, დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ჰარვარდის ასოცირებულმა პროფესორმა კახი ქენქაძემ სამინისტროს სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან და მის გლობალურ გავლენასთან დაკავშირებით.
 შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მიზეზები, სავარაუდო მოსალოდნელი შედეგები და მისი გლობალური გავლენა.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროს სტაჟიორების შეხვედრები გამოცდილ დიპლომატებთან და ელჩებთან ყოველკვირეულად მიმდინარეობს.

უკან დაბრუნება  
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
კურსი - ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კურსი - ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში"
30 მაისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში. სემინარს უძღვებიან მაიკლ რობერტსი, ბრიტანელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქა
ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“ ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“
15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
არქივი