სხვა სიახლეები

ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

20.04.18 20 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის „პროფესია დიპლომატის“ შესახებ ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიღწევებში დიპლომატების როლსა და ზოგადად, პროფესია დიპლომატის შესახებ ისაუბრა. მოსწავლეებს წარმატებები უსურვა სწავლასა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში.
ასევე, მოსწავლეებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დიპლომატი, კახი ქენქაძე შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, კახი ქენქაძემ მოსწავლეებს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გაუზიარა, მოისმინა მათი მოსაზრებები პროფესია დიპლომატის შესახებ და შეკითხვებს უპასუხა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა კლიპის ჩვენება პროფესია დიპლომატის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს „მომავალი დიპლომატის“ სიგელები და დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მომდევნო ღია კარის დღის ჩატარება  8 მაისს იგეგმება.
უკან დაბრუნება  
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
22 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აღნიშნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან.
სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“ სალექციო კურსი თემაზე ,,დიპლომატიის ისტორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიპლომატის პროფესიის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნულ პროფესიასთან მათ დაახლოებას, დიპლომატიასთან დაკავშირებულ თემებზე ლექციების ორგანიზების გზით.
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
არქივი