ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
08.05.18
8 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის „პროფესია დიპლომატის“ შესახებ რიგით მეორე ღია კარის დღე გაიმართა.<br />
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დიპლომატი, კახი ქენქაძე შეხვდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გაუზიარა, ასევე, მოისმინა მათი მოსაზრებები პროფესია დიპლომატის შესახებ და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს. შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა კლიპის ჩვენება პროფესია დიპლომატის შესახებ.<br />
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს „მომავალი დიპლომატის“ სიგელები გადაეცათ.<br />
|