ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“
15.05.18
15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
ლექციის პირველ ნაწილში მომხსენებელი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამეცნიერო დიპლომატია, საერთაშორისო მეცნიერება და ტექნოლოგიები, ქვეყნის ბრენდინგი, პოლიტიკის დაგეგმვა, სტრატეგიული კომუნიკაცია და სხვა, ასევე განიხილა გლობალური ხასიათის მოვლენები, რომლებიც თანამედროვე დიპლომატისგან შესაბამის შეფასებასა და ქმედებას მოითხოვს. ლექციის მეორე ნაწილში დერილ კოუპლენდმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.
ლექციას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
|