სხვა სიახლეები

კურსი - ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში"

30.05.18 30 მაისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, გაიხსნა სემინარი თემაზე ,,პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში. სემინარს უძღვებიან მაიკლ რობერტსი, ბრიტანელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი.
კურსის მიზანია, უზრუნველყოს მონაწილეებში საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავების უნარების განვითარება საქართველოს გეო-პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად; განავითაროს მათში პოლიტიკური აზროვნებისა და წერის უნარები, ასევე, აჩვენოს თანამედროვე დიპლომატიაში პოლიტიკის შემუშავებისა და ანალიზის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორიცაა დაინტერესებულ მხარეებზე ზემოქმედება, ეფექტური პოლიტიკური ანგარიშები და ბრიფინგები, და სხვა.
პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკის შემუშავების ციკლი, პოლიტიკის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები, ციფრული რევოლუცია: სოციალური მედია, ეფექტური რეპორტინგის პრინციპები და სხვა.
კურსს ესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის თანამშრომლები.

უკან დაბრუნება  
ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“ ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“
1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ლექციების ციკლი - ,,შეხვედრა ელჩთან“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენელი სუამში, მიხეილ უკლება და საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ რთველიაშვილი შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და მათ საქართველოს უახლეს ისტორიასა და ელჩის პრაქტიკულ
ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“ ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“
15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დერილ კოუპლენდმა (კანადის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი დიპლომატი, კონსულტანტი, ანალიტიკოსი) წაიკითხა ლექცია თემაზე ,,XXI საუკუნის დიპლომატია: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები“.
ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
8 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის „პროფესია დიპლომატის“ შესახებ რიგით მეორე ღია კარის დღე გაიმართა.
არქივი